თალიზი - თქვენი წარმატების საიდუმლო
  1. ჩვენი კლინიკები

    თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი დაარსდა 1998 წელს
    ქ. თბილისში


    ჩვენ ვართ ISHRS-ის წევრები. დღეისათვის ჩვენი მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, სომხეთში, ინდოეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და პაკისტანში.

    ვრცლად
  2. გრძელი თმის გადანერგვა

    თალიზი ერთადერთი კლინიკაა ევროპაში, რომელიც გთავაზობთ გრძელი თმების გადანერგვას

    თმის ტრანსპლანტაციის სფეროში სრულიად ახალი მიმართულების, კერძოდ გრძელ თმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის პიონერად ითვლება ბრაზილიელი ქირურგი - მარსელო პიტჩონი...

    ვრცლად
  3. FUT მეთოდი

    ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია - FUT (ზონრის) მეთოდი არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი

    FUT მეთოდით საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვნერგავთ თმების რეკორდულ რაოდენობებს - 6000-მდე გრაფტს 5-6 საათში...

    ვრცლად
  4. FUE მეთოდი

    FUE – მეთოდი არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

    თალიზი გთავაზობთ ფართომაშტაბიან FUE პროცედურებს - 4000-მდე გრაფტის გადანერგვას ერთი ოპერაციით...

    ვრცლად
  5. BHT მეთოდი

    სხეულიდან თმების გადანერგვა - BHT მეთოდი

    კეფაზე სუსტი სადონორო მარაგის პირობებში BHT მეთოდით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ დამატებითი გრაფტები სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან - წვერებიდან, მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან და ბოქვენიდან...

    image
    ვრცლად
  6. ტრიქოპიგმენტაცია

    თალიზი გთავაზობთ ტრიქოპიგმენტაციის ტექნოლოგიას

    ტრიქოპიგმენტაცია - არის პროცედურა, რომელიც გულისხმობს სპეციფიკური პიგმენტის შეყვანას კანის მაქსიმალურად ზედაპირულ შრეში...

    ვრცლად
  7. სამედიცინო ტური

    სამედიცინო ტური თალიზში
    თალიზი ახორციელებს სამედიცინო ტურებს საქართველოში და გაძლევთ საშუალებას ჩაიტაროთ თმის გადანერგვა ჩვენს სათაო კლინიკაში...

    ვრცლად

ჩვენი კლინიკის შესახებ

კლინიკა თალიზი დაარსდა თბილისში 1998 წელს, ჩვენი კლინიკა იყო პირველი კავკასიის რეგიონში რომელმაც მომხმარერებელს პირველად შესთავაზა უმაღლესი ხარისხის თმის გადანერგვის ოპერაციები. მას შემდეგ უკვე 20 წელზე მეტია, რაც მუდმივი ზრდისა და სრულყოფის საფუძველზე ვინარჩუნებთ ხარისხისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სამაგალითო სტანდარტს საერთაშორისო ასპარეზზე.

დაარსების დღიდან ჩვენ მუდმივად ვცვლიდით რისი შეცვლაც შეგვეძლო და ყოველთვის ვიღებდით იმას, რაც გვსურდა. ეს იყო ცვლილებები წარმატებისთვის.

ჩვენ გაგვიმართლა: თავიდანვე ვიპოვეთ ის, რაც გვიყვარს – ჩვენი ცხოვრების მთავარი საქმე - თმის გადანერგვა. სიყვარული, გახსნილობა და შრომისმოყვარეობა – ეს არის თალიზი, ჩვენი წარმატების საიდუმლო და ჩვენ გვჯერა, რომ ცვლილებები რომელსაც თალიზი შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში, აგრეთვე გახდება თქვენი წარმატების საიდუმლოც.

ვაჟა ვადაჭკორია

ვაჟა ვადაჭკორია

კლინიკის ხელმძღვანელია გამოცდილი ქირურგი ქირურგი, თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS), საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის (GEOPRAS), აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის ქირურგიული საზოგადოების წევრი ვაჟა ვადაჭკორია. მრავალწლიანი მოღვაწეობის პერიოდში ჩატარებული აქვს 15 000-ზე მეტი წარმატებული ოპერაცია თმის ტრანსპლანტოლოგიის, პლასტიკური და ზოგადი ქირურგიის სფეროში. ასევე კლინიკის წამყვანი ქირურგები არიან: მარი გუგავა და ეკა ყანდიაშვილი, 10 000-ზე მეტი წარმატებით ჩატარებული ოპერაცია და 20 წლიანი გამოცდილება თმის აღდგენითი ქირურგიის სფეროში წარმოადგენს ჩვენი კლინიკის ძლიერ მხარეს.

ჩვენს კლინიკაში ყოველთვის გამოყენებოდა თმის გადანერგვის უახლესი ამერიკული ტექნოლოგიები ე.წ. ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია და ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქცია, საქმე იმაშია, რომ მე-20 საუკუნის ბოლომდე თმის გადანერგვა წარმოებდა ე.წ. მსხვილი გრაფტების მეთოდით. ეს არის იაპონელი მეცნიერის ს. ოკუდას და ამერიკელი დერმატოლოგის ნ. ორენტრაიხის ჯერ კიდევ 1939 - 52 წლებში მოწოდებული მეთოდი, როდესაც კეფის არიდან ხდება კანის დიდი (დიამეტრით 4 მმ) კუნძულების ე. წ. გრაფტების ამოღება და შემდგომში მათი იმპლანტირება თმაგაცვენილ ადგილებში; შედეგად ახალ ადგილებში თმები იზრდება ბუჩქისებურად ("კბილის ჯაგრისის", "თოჯინას თავის" ეფექტი). ამ კოსმეტიკურად მიუღებელი შედეგების თავიდან ასაცილებლად 1983 წელს ამერიკელმა ქირურგმა ე. მარიტმა პირველად სცადა თმის გადანერგვა არა კანის კუნძულების, არამედ ცალკეული თმის ძირების (ფოლიკულების) სახით. მარიტის მეთოდს შემდგომში მიკროგრაფტინგი ეწოდა, დღეს მას იყენებს მსოფლიოს კლინიკათა უმრავლესობა. კეფის არიდან მიღებული სადონორო ქსოვილი 2 - 4-ჯერადი გადიდების პირობებში პრეპარირდება უწვრილეს ტრანსპლანტანტებად - ე. წ. მონოგრაფტებად (1 თმის ფოლიკულის შემცველი ქსოვილი) და მიკროგრაფტებად (2 - 3 თმის ფოლიკულის შემცველი ქსოვილი), რომელთა დიამეტრი 1 მმ-ზე ნაკლებია. თმაგაცვენილ ადგილებში მიკროგრაფტების ჩანერგვიდან 2 - 3 თვის შემდეგ იწყება ჯანსაღი თმის ზრდა, რომელიც ძნელად განირჩევა სხვა თმებისგან.

1995-2000 წ. ამერიკელი მეცნიერების რ. ბერნშტეინის, ვ. როსმანის მიერ შემუშავებული იქნა ე. წ. თმის გადანერგვის ფოლიკულური გაერთიანებების თეორია (იხ. ზემოთ "რას წარმოადგენს თმის გადანერგვა"), რომლის მიხედვითაც თმის ტრანსპლანტაცია წარმოებს ზუსტად ისეთი განაწილებით, როგორც გვხვდება ბუნებაში. ეს მეთოდი იძლევა მაქსიმალური ბუნებრიობის ეფექტს, მინიმუმამდე დაჰყავს ფოლიკულების დანაკარგი ოპერაციის დროს და, რაც მთავარია, ფოლიკულური გაერთიანებების სახით გადანერგილი თმები ავლენენ მაღალ სიცოცხლისუნარიანობას - თითქმის 100%-ს (გადანერგილი 100 ფოლიკულიდან ამოდის 100 თმა). მაგრამ ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია მოითხოვს სადონორო მასალის მოპოვებისა და დამუშავების ვირტუოზულ ტექნიკას, სადონორო ქსოვილის პრეპარირებას სპეციალური სტერეომიკროსკოპების ქვეშ 20-ჯერადი გადიდებით ერთდროულად 5-8 გამოცდილი ასისტენტის მიერ, რაც ძალიან შრომატევადი და ძვირადღირებული პროცესია. სტერეომიკროსკოპების გამოყენება გამორიცხავს ფოლიკულების დანაკარგს თმის ტრანსპლანტაციის დროს და საერთო ჯამში იძლევა თმების 17%-ით მეტ გამოსავლიანობას ვიდრე სხვა მეთოდები (ლუპები, ტრანსილუმინაცია ან მათი კომბინირება). "თალიზი" აღმოსავლეთ ნახევარსფეროში პირველი კლინიკაა, რომელიც ექსკლუზიურად ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვას მიმართავს.

ჩვენს კლინიკაში შემუშავებულმა კომპრესიულმა და კონტეინურმა მეთოდებმა (იხ. სამეცნიერო პუბლიკაციები) საშუალება მოგვცეს გამოგვერიცხა ფოლიკულების დეჰიდრატაცია, მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა სისხლდანაკარგი და ოპერაციების ხანგრძლივობა, რამაც თმის გადანერგვა პაციენტებისთვის კიდევ უფრო ადვილადგადასატანი გახადა. ყოველივე ამის, აგრეთვე კოლექტივის პროფესიონალიზმისა და შეთანხმებული მუშაობის წყალობით ხერხდება დიდი მოცულობის ოპერაციების დროის ხანმოკლე მონაკვეთში შესრულება. მაქსიმალური საჭიროებისას მთელს მსოფლიოში ძირითადად ნერგავენ დაახლოებით 2000 გრაფტს, რაც შეესაბამება საშუალოდ 4500 თმას. ჩვენი ცენტრი მსოფლიო კლინიკათა იმ მცირე რიცხვს მიეკუთვნება, სადაც საჭიროების შემთხვევაში ერთი ოპერაციის განმავლობაში ნერგავენ 3000-ზე მეტ გრაფტს. დღეისათვის ჩვენს კოლექტივს ხელეწიფება შეასრულოს 3000 - 4000 გრაფტის (ფოლიკულარული გაერთიანების) ტრანსპლანტაცია 3-4 საათიანი პროცედურის განმავლობაში, რაც სავსებით საკმარისია ნებისმიერი გამელოტებული ფართობის დასაფარავად. 2007 წელს ჩვენს კლინიკაში შესრულდა იმ დროისათვის რეკორდული მასშტაბის ოპერაცია - კორეის რესპუბლიკის მოქალაქეს გადაენერგა 6100 გრაფტი (12000 თმა), ხოლო 2008 წლის ნოემბერში კი პაციენტს სომხეთის რესპუბლიკიდან გადაენერგა 6205 გრაფტი 6 საათის განმავლობაში. 2012 წლის 28 აპრილს კლინიკა “თალიზში” კვლავ დამყარდა მსოფლიო რეკორდი – 11 საათის განმავლობაში გადაინერგა 9688 გრაფტი.

ჩვენს კლინიკაში 2004 წელს ჩატარებული ხანგრძლივი კვლევების საფუძველზე "თალიზში" მიღებულია სადონორო არის ტრიხოპიტული დახურვის ბაზაზე იდეალური პლასტიკისა და გადანერგილი თმების მაქსიმალური სიხშირის (ე. წ. კომპრესიის არარსებობის) კონცეფციები. სადონორო არის პლასტიკის შემდეგ ჩვენი პაციენტები აღარ საჭიროებენ ნაკერების მოხსნის უსიამოვნო პროცედურას და, რაც მთავარია, სადონორო არეში პრაქტიკულად აღარ ვითარდება ნაწიბურები. ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილები, საიდანაც თმის ძირებია აღებული, სრულიად შეუმჩნეველია სხვა ადამიანებისთვის, და პაციენტის პარიკმახერისთვისაც კი.

დღეისათვის ჩვენს კლინიკას შეუძლია მიაღწიოს სარეციპიენტო ადგილებში თმის ბუნებრივ სიხშირეს. განსაკუთრებით ნატიფი და მინიატურული ინსტრუმენტების გამოყენებით შესაძლებელია 1 სმ2 გადაინერგოს 100-მდე ფოლიკულური გაერთიანება, რაც 200-მდე თმის პროდუქციას იძლევა. ასეთი სიხშირე თმის ტრანსპლანტაციაში იდეალურადაა მიჩნეული.

ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციის მეთოდის (FUE-პროცედურა) დანერგვამ საშუალება მოგვცა შეგვესრულებინა როგორც მცირე და საშუალო მოცულობის, ასევე დიდი ოპერაციები (3000-3500 გრაფტამდე) განაკვეთებისა და ნაკერების გარეშე. ამ მეთოდის დახმარებით წარმოებს ტრავმებისა და დამწვრობის შემდეგ წარბების და წამწამების აღდგენაც აგრეთვე კეფის არეში ღარიბი სადონორო მარაგის შემთხვევაში გადანერგისთვის თმის სხეულის სხვადასხვა ადგილებიდან აღება.

დღეისთვის თალიზი თმის ტრანსპლანტაციის მსოფლიოში აღიარებული მოწინავე კლინიკაა. ჩვენ ვართ თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) წევრები. თალიზში პაციენტები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან. დღეისათვის ჩვენი ფილიალები და საკონსულტაციო ცენტრები წარმატებით ფუნქციონირებს ევროპისა და აზიის ქვეყნებშიც.

თმის ტრანსპლანტაციის უაღრესად თანამედროვე ტექნოლოგიებსა და 20 წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩვენ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ თმის გადანერგვა ”თალიზში” არის სრულიად უმტკივნეულო პროცედურა გარანტირებული შედეგებიოთ, ყოველგვარი გართულებისა და გვერდითი მოვლენების გარეშე. თმის გადანერგვას არ სჭირდება წინასწარი მომზადება, ოპერაციის შემდგომ პერიოდში არ ინიშნება არავითარი მკურნალობა.

ჩვენს კლინიკას აქვს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების ლიცენზია. ცენტრში სისტემატურად ხდება თმების ქირურგ-ტრანსპლანტოლოგების მომზადება, მათ შორის სხვა ქვეყნებიდანაც.

 
მე-5 ლათინურ-ამერიკული FUE ვორკშოპი

მე-5 ლათინურ-ამერიკული FUE ვორკშოპი

2019 წლის 18-20 მარტს არგენტინაში, ქ. ბუენოს-აირესში ჩატარდა რიგით მეხუთე ლათინურ - ამერიკული FUE ვორკშოპი...
კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

22 და 23 სექტემბერს კლინიკა თალიზმა არსებობის 20 წლის იუბილე აღნიშნა. დაარსებისას ის კავკასიის რეგიონის მასშტაბით პირველი თმის გადანერგვის კლინიკა გახლდათ...
თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში ჩატარდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა...