თალიზი - თქვენი წარმატების საიდუმლო
  1. ჩვენი კლინიკები

    თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი დაარსდა 1998 წელს
    ქ. თბილისში


    ჩვენ ვართ ISHRS-ის წევრები. დღეისათვის ჩვენი მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, სომხეთში, ინდოეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და პაკისტანში.

    ვრცლად
  2. გრძელი თმის გადანერგვა

    თალიზი ერთადერთი კლინიკაა ევროპაში, რომელიც გთავაზობთ გრძელი თმების გადანერგვას

    თმის ტრანსპლანტაციის სფეროში სრულიად ახალი მიმართულების, კერძოდ გრძელ თმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის პიონერად ითვლება ბრაზილიელი ქირურგი - მარსელო პიტჩონი...

    ვრცლად
  3. FUT მეთოდი

    ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია - FUT (ზონრის) მეთოდი არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი

    FUT მეთოდით საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვნერგავთ თმების რეკორდულ რაოდენობებს - 6000-მდე გრაფტს 5-6 საათში...

    ვრცლად
  4. FUE მეთოდი

    FUE – მეთოდი არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

    თალიზი გთავაზობთ ფართომაშტაბიან FUE პროცედურებს - 4000-მდე გრაფტის გადანერგვას ერთი ოპერაციით...

    ვრცლად
  5. BHT მეთოდი

    სხეულიდან თმების გადანერგვა - BHT მეთოდი

    კეფაზე სუსტი სადონორო მარაგის პირობებში BHT მეთოდით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ დამატებითი გრაფტები სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან - წვერებიდან, მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან და ბოქვენიდან...

    image
    ვრცლად
  6. ტრიქოპიგმენტაცია

    თალიზი გთავაზობთ ტრიქოპიგმენტაციის ტექნოლოგიას

    ტრიქოპიგმენტაცია - არის პროცედურა, რომელიც გულისხმობს სპეციფიკური პიგმენტის შეყვანას კანის მაქსიმალურად ზედაპირულ შრეში...

    ვრცლად
  7. სამედიცინო ტური

    სამედიცინო ტური თალიზში
    თალიზი ახორციელებს სამედიცინო ტურებს საქართველოში და გაძლევთ საშუალებას ჩაიტაროთ თმის გადანერგვა ჩვენს სათაო კლინიკაში...

    ვრცლად

თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) 2009 წლის დასკვნით სამეცნიერო კონგრესი

ალექს გინზბურგი, რობერტ ჰაბერი, აკაკი წილოსანი

მარჩელო პიჩონი, არტურ ტიკოსინსკი, აკაკი წილოსანი, ჯერი ვონგი

კლინიკა “თალიზი”-ს დელეგაციამ აკაკი წილოსანის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) 2009 წლის დასკვნით სამეცნიერო კონგრესზე, რომელიც შედგა ქ. ამსტერდამში 22 - 26 ივლისს. ჩვეულებრივ ISHRS-ის წლიური სიმპოზიუმები ამერიკაში იმართება ხოლმე და ამსტერდამის შეხვედრა მხოლოდ მეორე შემთხვევაა, როდესაც თმის ტრანსპლანტოლოგები ამ ფორმატით ევროპაში შეიკრიბნენ.

“თალიზი”-ს დელეგაცია კონგრესზე საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო: კლინიკის ხელმძღვანელი აკაკი წილოსანი, წამყვანი ქირურგი ვაჟა ვადაჭკორია, ქირურგის ასისტენტი სალომე ვადაჭკორია. უნდა აღინიშნოს, რომ უფრო დიდი გუნდი ამსტერდამში სხვა კლინიკებიდან მხოლოდ ცნობილ ისრაელელ თმის ტრანსპლანტოლოგ ალექს გინსბურგს ახლდა.

ვაჟა ვადაჭკორია, დ.ინუი, კენიჩარო იმაგავა, აკაკი წილოსანი

კონგრესზე განიხილებოდა თანამედროვე თმის ტრანსპლანტოლოგიის სამეცნიერო და ტექნოლოგიური სიახლეები, ასევე აქტუალური და პრობლემური საკითხები. მაგალითისთვის, სადონორო არის ერთსართულიანი თუ ორსართულიანი დახურვა, ფართომასშტაბიანი თუ პატარა ოპერაციები, ზონრის ვერსია (FUSS) თუ ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქცია (FUE) და ა.შ., რაც უკვე რამოდენიმე წელია თმის ტრანსპლანტოლოგთა დაუსრულებელ კამათს იწვევს.

სალომე ვადაჭკორია, ჯენიფერ მარტინიკი

ამ საკითხების უმრავლესობა მედიცინის დოქტორმა აკაკი წილოსანმა მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებაზე და სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით თავისთვის ერთხელ და სამუდამოდ დიდი ხნის წინ გადაწყვიტა და მისი მსოფლმხედველობა საფუძვლად დაედო კლინიკა “თალიზი”-ს სამკურნალო შერონ კეენი, უილიამ როსმანი, მარჩელო პინჩონი, არტურ ტიკოსინსკი, აკაკი წილოსანი, ჯერი ვონგი მოღვაწეობას. ამიტომაც მიიღო მან აქტიური მონაწილეობა კამათში თუ რომელია უკეთესი: ერთი ფართომასშტაბიანი ოპერაცია, თუ ორი ან რამოდენიმე პატარა. გიგანტური ოპერაციების მომხრეთა გუნდს შეადგენდნენ: ცნობილი ბრაზილიელი ქირურგი არტურ ტიკოსინსკი და კანადელი ჯერი ვონგი, ხოლო მცირე ოპერაციების მომხრეთა გუნდს უ.როსმანი, შ.კეენი და მ.პიტჩონი. ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან დამაჯერებლად მიგვაჩნია ბ-ნ აკაკი წილოსანის მოხსენებაში მოცემული არგუმენტები (იხ. სამეცნიერო პუბლიკაციები), თუმცა გვიჭირს თქმა, რომელი გუნდის მოსაზრებამ გაიმარჯვა კამათში. ერთი რამ კი ცხადია: ამსტერდამის კონგრესმა დაადასტურა, რომ კლინიკა “თალიზი” მსოფლიოს იმ კლინიკათა სამეულში შედის, რომელთაც ხელეწიფებად ჩაატარონ თმის ტრანსპლანტაციის გიგანტური ოპერაციები 5000-6000 და მეტი გრაფტის გადანერგვით.

შერონ კეენი, უილიამ როსმანი, მარჩელო პინჩონი, არტურ ტიკოსინსკი, აკაკი წილოსანი, ჯერი ვონგი

 
თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების 26-ე ყოველწლიური საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია ჰოლივუდი, ლოს ანჯელესი

თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების 26-ე ყოველწლიური საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია ჰოლივუდი, ლოს ანჯელესი

2018 წლის 10-14 ოქტომბერს, ჰოლივუდში, ქალაქ ლოს ანჯელესში ჩატარდა თმის აღდგენითი...
კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

22 და 23 სექტემბერს კლინიკა თალიზმა არსებობის 20 წლის იუბილე აღნიშნა. დაარსებისას ის კავკასიის რეგიონის მასშტაბით პირველი თმის გადანერგვის კლინიკა გახლდათ...
თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში ჩატარდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა...