თალიზი - თქვენი წარმატების საიდუმლო
  1. ჩვენი კლინიკები

    თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი დაარსდა 1998 წელს
    ქ. თბილისში

    ჩვენ ვართ ISHRS-ის წევრები. დღეისათვის ჩვენი მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, სომხეთში, ინდოეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და პაკისტანში.

    ვრცლად
  2. გრძელი თმის გადანერგვა

    თალიზი ერთადერთი კლინიკაა ევროპაში, რომელიც გთავაზობთ გრძელი თმების გადანერგვას

    თმის ტრანსპლანტაციის სფეროში სრულიად ახალი მიმართულების, კერძოდ გრძელ თმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის პიონერად ითვლება ბრაზილიელი ქირურგი - მარსელო პიტჩონი...

    ვრცლად
  3. FUT მეთოდი

    ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია - FUT (ზონრის) მეთოდი არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი

    FUT მეთოდით საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვნერგავთ თმების რეკორდულ რაოდენობებს - 6000-მდე გრაფტს 5-6 საათში...

    ვრცლად
  4. FUE მეთოდი

    FUE – მეთოდი არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

    თალიზი გთავაზობთ ფართომაშტაბიან FUE პროცედურებს - 4000-მდე გრაფტის გადანერგვას ერთი ოპერაციით...

    ვრცლად
  5. BHT მეთოდი

    სხეულიდან თმების გადანერგვა - BHT მეთოდი

    კეფაზე სუსტი სადონორო მარაგის პირობებში BHT მეთოდით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ დამატებითი გრაფტები სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან - წვერებიდან, მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან და ბოქვენიდან...

    image
    ვრცლად
  6. ტრიქოპიგმენტაცია

    თალიზი გთავაზობთ ტრიქოპიგმენტაციის ტექნოლოგიას

    ტრიქოპიგმენტაცია - არის პროცედურა, რომელიც გულისხმობს სპეციფიკური პიგმენტის შეყვანას კანის მაქსიმალურად ზედაპირულ შრეში...

    ვრცლად
  7. სამედიცინო ტური

    სამედიცინო ტური თალიზში
    თალიზი ახორციელებს სამედიცინო ტურებს საქართველოში და გაძლევთ საშუალებას ჩაიტაროთ თმის გადანერგვა ჩვენს სათაო კლინიკაში...

    ვრცლად

ინდოეთის თმის აღდგენითი ქირურგიის კონგრესი - HAIRCON 2010

თალიზის ხელმძღვანელი აკაკი წილოსანი 2010 წლის 10-12 სექტემბერს როგორც საპატიო სტუმარი და სამეცნიერო კრებების თანათავმჯდომარე მიწვეული იყო ინდოეთის თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების კონგრესზე – HAIRCON 2010.

ინდოეთი პლასტიკური ქირურგიის სამშობლოა. პირველი პლასტიკური ოპერაცია – რინოპლასტიკა  სწორედ ამ ქვეყანაში გაკეთდა 2600 წლის წინათ. დღეს, მრავალი წლის შემდეგ ინდოელი ექიმები ცდილობენ დაიბრუნონ მოწინავე პოზიციები პლასტიკური ქირურგიის ყველა დარგში, მათ შორის თმის ტრანსპლანტაციაში. ისინი აქტიურად მონაწილეობენ თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) და აზიის თმის აღდგენითი ქირურგიის ასოციაციის (AAHRS) სიმპოზიუმებზე, გადიან ტრეინინგებს ევროპისა და ამერიკის მოწინავე კლინიკებში, მათ შორის “თალიზ”-ში. უნდა აღინიშნოს, რომ უცხოელ ექიმთა შორის, რომელნიც თმის გადანერგვის შესასწავლად ჩამოდიან ჩვენ კლინიკაში, ინდოელი სპეციალისტები ყველაზე მრავალრიცხოვანია. ამიტომაც ჩვენი კლინიკის დირექტორმა აკაკი წილოსანმა სიამოვნებით მიიღო ინდოეთის თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების პრეზიდენტის სანჯივ ვასას მოწვევა მონაწილეობა მიეღო კონგრესში, როგორც მიპატიჟებულ სტუმარს და სამეცნიერო კრებების თანათავმჯდომარეს.

კონგრესი ჩატარდა ინდოეთის ერთ-ერთ ულამაზეს მაღალმთიან რაიონში მონტ-აბუში (ქ. აჰმედაბადი). მას ესწრებოდა 150-მდე დელეგატი ინდოეთიდან და ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებიდან. აკაკი წილოსანის გარდა მიპატიჟებული სტუმრები იყვნენ: თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) ყოფილი პრეზიდენტი ბესამ ფარჯო - დიდი ბრიტანეთიდან, აზიის თმის აღდგენითი ქირურგიის ასოციაციის (AAHRS) თავმჯდომარე დამკერნგ პატომვანიჩი - ტაილანდიდან, კენიჩარო იმაგავა – იაპონიიდან, ტომი ჰვანი – კორეიდან და აჰმედ ნორელდინი – ეგვიპტიდან.

ინდოეთის თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების სამეცნიერო კონგრესი - HAIRCON 2010 ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. საინტერესო პრეზენტაციები თმის ტრანსპლანტაციის ყველა აქტუალურ საკითხებზე, თმის გადანერგვის სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარება, ემოციური დისკუსიები, როგორც სხდომათა დარბაზში, ისე კულისებში, დაამახსოვრდება კონგრესის ყველა მონაწილეს. უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებული ინტერესი სიმპოზიუმზე დაიმსახურა აკაკი წილოსნის პრეზენტაციებმა ფართომასშტაბიანი ოპერაციებისა და სხეულის თმის გადანერგვების შესახებ. ბატონ აკაკის ყოველ გამოსვლას მოსდევდა ვრცელი დისკუსიები და მრავალრიცხოვანი კითხვები.

ჩვენ გვინდა გულწრფელად მივულოცოთ სიმპოზიუმის ასეთ მაღალ დონეზე ჩატარება და მადლობა მოვუხადოთ გულთბილი მასპინძლობისთვის ინდოელ კოლეგებს, პირველ რიგში კი სანჯივ ვასას, თავისი სამშობლოს ნამდვილ პატრიოტს, თმის გადანერგვის დიდ მოამაგეს და ენთუზიასტს, ბრძენ, კეთილშობილ ადამიანს და ვუსურვოთ დიდი წარმატებები მას და მის ქვეყანას.

“თალიზ”-ის ხელმძღვანელი აკაკი წილოსანი 2010 წლის 10-12 სექტემბერს როგორც საპატიო სტუმარი და სამეცნიერო კრებების თანათავმჯდომარე მიწვეული იყო ინდოეთის თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების კონგრესზე – HAIRCON 2010.

თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების 26-ე ყოველწლიური საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია ჰოლივუდი, ლოს ანჯელესი

2018 წლის 10-14 ოქტომბერს, ჰოლივუდში, ქალაქ ლოს ანჯელესში ჩატარდა თმის აღდგენითი...
კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

22 და 23 სექტემბერს კლინიკა თალიზმა არსებობის 20 წლის იუბილე აღნიშნა. დაარსებისას ის კავკასიის რეგიონის მასშტაბით პირველი თმის გადანერგვის კლინიკა გახლდათ...
თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში ჩატარდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა...