თალიზი - თქვენი წარმატების საიდუმლო
  1. ჩვენი კლინიკები

    თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი დაარსდა 1998 წელს
    ქ. თბილისში


    ჩვენ ვართ ISHRS-ის წევრები. დღეისათვის ჩვენი მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, სომხეთში, ინდოეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და პაკისტანში.

    ვრცლად
  2. გრძელი თმის გადანერგვა

    თალიზი ერთადერთი კლინიკაა ევროპაში, რომელიც გთავაზობთ გრძელი თმების გადანერგვას

    თმის ტრანსპლანტაციის სფეროში სრულიად ახალი მიმართულების, კერძოდ გრძელ თმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის პიონერად ითვლება ბრაზილიელი ქირურგი - მარსელო პიტჩონი...

    ვრცლად
  3. FUT მეთოდი

    ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია - FUT (ზონრის) მეთოდი არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი

    FUT მეთოდით საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვნერგავთ თმების რეკორდულ რაოდენობებს - 6000-მდე გრაფტს 5-6 საათში...

    ვრცლად
  4. FUE მეთოდი

    FUE – მეთოდი არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

    თალიზი გთავაზობთ ფართომაშტაბიან FUE პროცედურებს - 4000-მდე გრაფტის გადანერგვას ერთი ოპერაციით...

    ვრცლად
  5. BHT მეთოდი

    სხეულიდან თმების გადანერგვა - BHT მეთოდი

    კეფაზე სუსტი სადონორო მარაგის პირობებში BHT მეთოდით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ დამატებითი გრაფტები სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან - წვერებიდან, მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან და ბოქვენიდან...

    image
    ვრცლად
  6. ტრიქოპიგმენტაცია

    თალიზი გთავაზობთ ტრიქოპიგმენტაციის ტექნოლოგიას

    ტრიქოპიგმენტაცია - არის პროცედურა, რომელიც გულისხმობს სპეციფიკური პიგმენტის შეყვანას კანის მაქსიმალურად ზედაპირულ შრეში...

    ვრცლად
  7. სამედიცინო ტური

    სამედიცინო ტური თალიზში
    თალიზი ახორციელებს სამედიცინო ტურებს საქართველოში და გაძლევთ საშუალებას ჩაიტაროთ თმის გადანერგვა ჩვენს სათაო კლინიკაში...

    ვრცლად

თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) კონგრესი ქ. ანკორიჯში, ალიასკა, 2011

აკაკი წილოსანი პრეზენტაციისას

სალომე ვადაჭკორია გრაფტების პრეპარირების დემონსტრირებისას

2011 წლის 14-18 სექტემბერს ალიასკაზე ქ. ანკორიჯში ჩატარდა თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) 19-ე ყრილობა. საქართველოს კონგრესზე წარმოადგენდა “თალიზის” დელეგაცია მისი დირექტორის - აკაკი წილოსანისა და კლინიკის სასწავლო პროგრამების მენეჯერის - სალომე ვადაჭკორიას სახით.

ყრილობაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა 450 დელეგატმა 4 დღის განმავლობაში მოისმინა 150-ზე მეტი მოხსენება თმის ტრანსპლანტოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. “თალიზის” დირეqტორის - აკაკი წილოსანის პრეზენტაცია მიეძღვნა ფართომასშტაბიანი ოპერაციების (გიგასესიების) ჩატარების ექვსწლიანი გამოცდილების ანალიზს. კოლეგებისთვის უაღრესად საინტერესო იყო მოესმინათ როგორ ახერხებს “თალიზი” ჩაატაროს გიგასესიები 4-5 სთ-ში და როგორ გადაიჭრა ჩვენს კლინიკაში მათი წარმატებით ჩატარებისთვის ისეთი ხელშემშლელი პრობლემა როგორიცაა სკალპის სუსტი ელასტიურობა. როგორც 2 წლის წინათ ამსტერდამში, ისე ახლაც, გიგასესიებისადმი განკუთვნილ ბლოკში აკაკი წილოსანთან ერთად გამოდიოდნენ გიგასესიების პიონერი ჯერი ვონგი - კანადიდან, არტურ ტიკოsინსკი - ბრაზილიიდან და შერონ კეენი - აშშ-დან. სხვათაშორის 2011 წლის “ოქროს ფოლიკული” ISHRS ხელმძღვანელობამ სწორედ ჯერი ვონგს გადასცა. ეს იყო ჯერი ვონგის და მისი პარტნიორის ვიქტორ ჰასონის გიგასესიების დანერგვისთვის გაწეული მრავალწლიანი დაუღალავი შრომის აღიარება.

აკაკი წილოსანი (საქართველო), მელიკე კულახჩი (თურქეთი) და ბრედი ვულფი (აშშ)

აკაკი წილოსანი (საქართველო) და მარსელო პიტჩონი (ბრაზილია)

“თალიზის” დირექტორის - აკაკი წილოსანისა და ჯერი ვონგის პირველი შეხვედრა შედგა 2008 წელს ქ. მონრეალში გამართულ ISHRS კონგრესზე. შემდეგში სხვადასხვა სიმპოზიუმებზე ხშირი შეხვედრების შედეგად ეს ნაცნობობა გადაიზარდა თბილ მეგობრულ ურთიერთობებში. ამას ხელს უწყობდა ისიც რომ ორივე თმის ტრანსპლანტოლოგი სპეციალიზირდება მასშტაბურ ოპერაციებში და მათ უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის: “როდესაც 2000 გრაფტის გადანერგვა გვაქვს ეს დასვენების დღესავითააო” - ხუმრობს ხოლმე ჯერი ვონგი. “თალიზშიც” ასეთი მასშტაბის ოპერაციებს ოპერაციებად არ თვლიან.

აღსანიშნავია ჩვენი სასწავლო პროგრამების მენეჯერის - სალომე ვადაჭკორიას მუშაობა ქირურგთა ასისტენტთა “ვორკშოპზე”, სადაც ის მსოფლიოს სხვა მოწინავე ასისტენტებთან ერთად ახდენდა გრაფტების პრეპარირების მეთოდების დემონსტრაციას როგორც დაინტერესებული სტუდენტებისთვის, ისე გამოცდილი ასისტენტებისთვის.

აკაკი წილოსანი (საქართველო) და ჯერი ვონგი (კანადა)

სალომე ვადაჭკორია და თმის ტრანსპლანტოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაჯილდოვებილი, 2011 წლის გამორჩეული ასისტენტი კეტრინ მორგანი

ალიასკაზე ჩატარებული კონგრესის მთავარ ინტრიგას წარმოადგენდა ფირმა ARTAS-ის მიერ შექმნილი თმის გადანერგვის პირველი რობოტიზირებული სისტემის პრეზენტაცია. აღნიშნულმა რობოტმა, რომელიც ცნობილი ამერიკელი თმის ტრანსპლანტოლოგის - ჯიმ ჰარისის მონაწილეობით შეიქმნა, საყოველთაო ინტერესი დაიმსახურა. თუმცა თამამად შეიძლება ითქვას რომ ARTAS - ის სისტემა თმის ტრანსპლანტაციის ურთულესი პროცედურის მხოლოდ მცირე ნაწილს - მონიტორზე ექიმის მიერ მონიშნული ფოლიკულური გაერთიანებების ჩაჭერას და ინციზიას აკეთებს და სრულფასოვანი რობოტის შექმნის გზაზე ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

ალიასკაზე “თალიზის” დელეგაციასა და ISHRS-ის აღმასრულებელ დირექტორს - ვიქტორია სეის შორის შედგა წინასწარი მოლაპარაკება 2013 წელს თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების რეგიონალური კონგრესის საქართველოში ჩატარების შესახებ.

ISHRS-ის შემდეგი ყრილობა გაიმართება 2012 წლის 17-21 ოქტომბერს ბაჰამის კუნძულებზე.

ფირმა ”ARTAS”-ის რობოტთან

სალომე ვადაჩკორია და ISHRS-ის
აღმასრულებელი დირექტორი
ვიქტორია სეი

 

 

 

 

 
თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების 26-ე ყოველწლიური საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია ჰოლივუდი, ლოს ანჯელესი

თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების 26-ე ყოველწლიური საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია ჰოლივუდი, ლოს ანჯელესი

2018 წლის 10-14 ოქტომბერს, ჰოლივუდში, ქალაქ ლოს ანჯელესში ჩატარდა თმის აღდგენითი...
კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

22 და 23 სექტემბერს კლინიკა თალიზმა არსებობის 20 წლის იუბილე აღნიშნა. დაარსებისას ის კავკასიის რეგიონის მასშტაბით პირველი თმის გადანერგვის კლინიკა გახლდათ...
თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში ჩატარდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა...