თალიზი - თქვენი წარმატების საიდუმლო
  1. ჩვენი კლინიკები

    თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი დაარსდა 1998 წელს
    ქ. თბილისში


    ჩვენ ვართ ISHRS-ის წევრები. დღეისათვის ჩვენი მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, სომხეთში, ინდოეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და პაკისტანში.

    ვრცლად
  2. გრძელი თმის გადანერგვა

    თალიზი ერთადერთი კლინიკაა ევროპაში, რომელიც გთავაზობთ გრძელი თმების გადანერგვას

    თმის ტრანსპლანტაციის სფეროში სრულიად ახალი მიმართულების, კერძოდ გრძელ თმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის პიონერად ითვლება ბრაზილიელი ქირურგი - მარსელო პიტჩონი...

    ვრცლად
  3. FUT მეთოდი

    ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია - FUT (ზონრის) მეთოდი არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი

    FUT მეთოდით საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვნერგავთ თმების რეკორდულ რაოდენობებს - 6000-მდე გრაფტს 5-6 საათში...

    ვრცლად
  4. FUE მეთოდი

    FUE – მეთოდი არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

    თალიზი გთავაზობთ ფართომაშტაბიან FUE პროცედურებს - 4000-მდე გრაფტის გადანერგვას ერთი ოპერაციით...

    ვრცლად
  5. BHT მეთოდი

    სხეულიდან თმების გადანერგვა - BHT მეთოდი

    კეფაზე სუსტი სადონორო მარაგის პირობებში BHT მეთოდით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ დამატებითი გრაფტები სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან - წვერებიდან, მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან და ბოქვენიდან...

    image
    ვრცლად
  6. ტრიქოპიგმენტაცია

    თალიზი გთავაზობთ ტრიქოპიგმენტაციის ტექნოლოგიას

    ტრიქოპიგმენტაცია - არის პროცედურა, რომელიც გულისხმობს სპეციფიკური პიგმენტის შეყვანას კანის მაქსიმალურად ზედაპირულ შრეში...

    ვრცლად
  7. სამედიცინო ტური

    სამედიცინო ტური თალიზში
    თალიზი ახორციელებს სამედიცინო ტურებს საქართველოში და გაძლევთ საშუალებას ჩაიტაროთ თმის გადანერგვა ჩვენს სათაო კლინიკაში...

    ვრცლად

კლინიკა თალიზი ISHRS-ის მე-20 საერთაშორისო კონგრესზე

ექიმი აკაკი წილოსანი, ექიმი ვაჟა ვადაჭკორია და სალომე ვადაჭკორია თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების მე - 20 სამეცნიერო შეხვედრაზე

ექიმი აკაკი წილოსანი, ექიმი ვაჟა ვადაჭკორია და სალომე ვადაჭკორია თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების მე - 20 სამეცნიერო შეხვედრაზე

სალომე ვადაჭკორია გრაფტების დანაწევრების მეთოდის სწავლებისას  ISHRS -ის ვორკშოპზე

სალომე ვადაჭკორია გრაფტების დანაწევრების მეთოდის სწავლებისას ISHRS -ის ვორკშოპზე

2012 წლის 17 – 20 ოქტომბერს, ბაჰამის კუნძულებზე, სასტუმრო ატლანტისში ჩატარდა თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ ორგანიზებული რიგით მე-20 სამეცნიერო კონგრესი, რომელზეც საქართველო წარმოდგენილი იყო თმის გადანერგვის კლინიკა ”თალიზის” დელეგატებით: კლინიკის დირექტორი - აკაკი წილოსანი, წამყვანი ქირურგი - ვაჟა ვადაჭკორია და ტრეინინგების დეპარტამენტის უფროსი სალომე ვადაჭკორია. კონფერენციას ესწრებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 650 დელეგატი. 4 დღის განმავლობაში წარმოდგენილ იქნა 170 პრეზენტაცია თმის გადანერგვის ძირითადი პრობლემების შესახებ. სალომე ვადაჭკორიას მიერ წარდგენილი იყო 2 თემა ასისტენტების პროგრამიდან. პირველი პრეზენტაცია შეეხებოდა ექიმ აკაკი წილოსანის მიერ ახლახანს ჩატარებულ რეკორდული მასშტაბის თმის გადანერგვის პროცედურას (9688 ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა ერთჯერადად, 11 საათიანი FUT პროცედურის დროს). გამოსვლაში ხაზი გაესვა გიგანტური ოპერაციების წარმატებისთვის საჭირო ორ ძირითად საკითხს: ასისტენტების სწორ მომზადებასა და მენეჯერული პრობლემების ეფექტურად მოგვარებას. მეორე, HD ვიდეო პრეზენტაცია შეეხებოდა ასისტენტის როლს ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციის (FUE) დროს და მასთან დაკავშირებულ ეფექტურ მეთოდებს, რომლებიც ექსკლუზიურად, მხოლოდ კლინიკა ”თალიზში” გამოიყენება.

ექიმი ჯეიმს ვოგელი და აკაკი წილოსანი

ექიმი ჯეიმს ვოგელი და აკაკი წილოსანი

სალომე ვადაჭკორია უკვე სამი წელია რაც თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო ასოციაციის (ISHRS) სასწავლო ფაკულტეტზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დამწყები და ასევე გამოცდილი ასისტენტებისთვის სპეციალურად ორგანიზებულ ვორკშოპებზე ჩვენს კლინიკაში დამკვიდრებული გრაფტების დაყოფის ორიგინალური მეთოდების დემონსტრირებას ახდენს. წლევანდელი წელიც არ იყო გამონაკლისი. ჩვენს კლინიკაში ჩამოდიან სტაჟორები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან აღნიშნული კურსის გასავლელად, აქედან გამომდინარე, სალომეს გამოცდილება დიდ დაინტერესებას იწვევს ტრეინინგის მონაწილეებში, ასე მოხდა წლევანდელ კონგრესზეც სადაც კურსი დამსწრეთა დიდი ინტერესის საგნად იქცა.

დისკუსია ექიმებს ბობი ლიმერი, მარსელო პიტჩონი და აკაკი წილოსანს შორის

დისკუსია ექიმებს ბობი ლიმერი, მარსელო პიტჩონი და აკაკი წილოსანს შორის

ISHRS ყოველწლიური შეხვედრები ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით. წლევანდელი კონფერენციის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო ავტომატიზირებული FUE მეთოდი და თმის აღდგენითი ოპერაციის დროს რობოტების გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები. ცნობილმა ამერიკელმა თმის ტრანსპლანტოლოგმა რობერტ ბერნშტეინმა, რომელსაც უკვე აქვს რობოტთან მუშაობის ერთწლიანი პრაქტიკა, საკუთარი გამოცდილება კლინიკის დირექტორს ექიმ აკაკი წილოსანს პირადი საუბრისას გაუზიარა. იგი აღნიშნავს, რომ რობოტის გამოყენებისას ექსტრაქციის სიჩქარე არის 300 – 400 გრაფტი საათში, მაშინ როდესაც ”თალიზში” ჩვენი ექიმების ექსტრაქციის სიჩქარე FOX - პოზიტიურ პაციენტებში აღწევს 1500 გრაფტს საათში. სწორედ ამიტომ, ჩვენი აზრით თმის გადანერგვის ოპერაციებში ადამიანების რობოტებით ჩანაცვლების პერსპექტივა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ექიმი ბობი ლიმერი, მარსელო პიტჩონი და აკაკი წილოსანი

ექიმი ბობი ლიმერი, მარსელო პიტჩონი და აკაკი წილოსანი

ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია ის ურთიერთობები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ჩვენი კლინიკის ექიმებსა და თმის გადანერგვის ისეთ კორიფეებს შორის, როგორებიც არიან ბობ ლიმერი, მარსელო პიტჩონი, ჯიმ ჰარისი, რობერტ ბერნშტეინი და სხვები. მაგრამ, არანაკლებ სასიამოვნოა ISHRS-ის ყოველწლიურ კონფერენციებზე ჩვენს სტაჟორებთან შეხვედრა. წელს ჩვენი სამი სტუდენტი ესწრებოდა კონგრესს: ექიმი ჰასან ნურეინი - დიდი ბრიტანეთი, ექიმი არტურ სანდალევსკი - პოლონეთი და ექიმი მუჰამედ ალმუსავი - შვედეთი. მათ უკვე დაიწყეს დამოუკიდებელი პრაქტიკა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისინი თმის გადანერგვის ქირურგიის მომავლის წარმატებული წარმომადგენლები არიან.

გვინდა მივულოცოთ ჩვენს მეგობრებს, ოქროს ფოლიკული 2012 - ის გამარჯვებულებს ექიმებს ბესამ და ნილოფერ ფარჯოს დიდი ბრიტანეთიდან და გამორჩეული საოპერაციო ასისტენტის ჯილდოს მფლობელ თინა ლანდერს. ისინი უკვე 15 წელია მოღვაწეობენ ამ სფეროში და თავიანთი წვლილი შეიტანეს თმის აღდგენითი ქირურგიის დარგში, შესაბამისად ნამდვილად იმსახურებდნენ წლის გამარჯვებულების ჯილდოს.

კაზარე ლაგაზის ლაბორატორიების გენერალური დირექტორი სტეფანო ოსპიტალი, ექიმი ვაჟა ვადაჭკორია და სალომე ვადაჭკორია ISHRS -ის 20 წლის აღსანიშნავ საიუბილეო ვახშამზე

კაზარე ლაგაზის ლაბორატორიების გენერალური დირექტორი სტეფანო ოსპიტალი, ექიმი ვაჟა ვადაჭკორია და სალომე ვადაჭკორია ISHRS -ის 20 წლის აღსანიშნავ საიუბილეო ვახშამზე

 

ექიმი ვაჟა ვადაჭკორია და ექიმი ჯიმ ჰარისი ISHRS-ის 20 წლის აღსანიშნავ საიუბილეო ვახშამზე

ექიმი ვაჟა ვადაჭკორია და ექიმი ჯიმ ჰარისი ISHRS-ის 20 წლის აღსანიშნავ საიუბილეო ვახშამზე

 

ექიმი აკაკი წილოსანი მის სტუდენტებთან ექიმ ჰასიმ ნურეინსა და ექიმ სანდალევსკისთან ერთად

ექიმი აკაკი წილოსანი მის სტუდენტებთან ექიმ ჰასიმ ნურეინსა და ექიმ სანდალევსკისთან ერთად

 

გამორჩეული საოპერაციო ასისტენტი 2012-ის ჯილდოს მფლობელები თინა ლანდერი და სალომე ვადაჭკორია

გამორჩეული საოპერაციო ასისტენტი 2012-ის ჯილდოს მფლობელები თინა ლანდერი და სალომე ვადაჭკორია

 
თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების 26-ე ყოველწლიური საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია ჰოლივუდი, ლოს ანჯელესი

თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების 26-ე ყოველწლიური საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია ჰოლივუდი, ლოს ანჯელესი

2018 წლის 10-14 ოქტომბერს, ჰოლივუდში, ქალაქ ლოს ანჯელესში ჩატარდა თმის აღდგენითი...
კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

22 და 23 სექტემბერს კლინიკა თალიზმა არსებობის 20 წლის იუბილე აღნიშნა. დაარსებისას ის კავკასიის რეგიონის მასშტაბით პირველი თმის გადანერგვის კლინიკა გახლდათ...
თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში ჩატარდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა...