თალიზი - თქვენი წარმატების საიდუმლო
  1. ჩვენი კლინიკები

    თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი დაარსდა 1998 წელს
    ქ. თბილისში


    ჩვენ ვართ ISHRS-ის წევრები. დღეისათვის ჩვენი მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, სომხეთში, ინდოეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და პაკისტანში.

    ვრცლად
  2. გრძელი თმის გადანერგვა

    თალიზი ერთადერთი კლინიკაა ევროპაში, რომელიც გთავაზობთ გრძელი თმების გადანერგვას

    თმის ტრანსპლანტაციის სფეროში სრულიად ახალი მიმართულების, კერძოდ გრძელ თმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის პიონერად ითვლება ბრაზილიელი ქირურგი - მარსელო პიტჩონი...

    ვრცლად
  3. FUT მეთოდი

    ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია - FUT (ზონრის) მეთოდი არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი

    FUT მეთოდით საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვნერგავთ თმების რეკორდულ რაოდენობებს - 6000-მდე გრაფტს 5-6 საათში...

    ვრცლად
  4. FUE მეთოდი

    FUE – მეთოდი არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

    თალიზი გთავაზობთ ფართომაშტაბიან FUE პროცედურებს - 4000-მდე გრაფტის გადანერგვას ერთი ოპერაციით...

    ვრცლად
  5. BHT მეთოდი

    სხეულიდან თმების გადანერგვა - BHT მეთოდი

    კეფაზე სუსტი სადონორო მარაგის პირობებში BHT მეთოდით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ დამატებითი გრაფტები სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან - წვერებიდან, მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან და ბოქვენიდან...

    image
    ვრცლად
  6. ტრიქოპიგმენტაცია

    თალიზი გთავაზობთ ტრიქოპიგმენტაციის ტექნოლოგიას

    ტრიქოპიგმენტაცია - არის პროცედურა, რომელიც გულისხმობს სპეციფიკური პიგმენტის შეყვანას კანის მაქსიმალურად ზედაპირულ შრეში...

    ვრცლად
  7. სამედიცინო ტური

    სამედიცინო ტური თალიზში
    თალიზი ახორციელებს სამედიცინო ტურებს საქართველოში და გაძლევთ საშუალებას ჩაიტაროთ თმის გადანერგვა ჩვენს სათაო კლინიკაში...

    ვრცლად

მე-5 ლათინურ-ამერიკული FUE ვორკშოპი

მე-5 ლათინურ-ამერიკული FUE ვორკშოპი

დაჯილდოების ცერემონიალი

მეგობრებთან - ექიმი პარსა მოჰები, ექიმი რობერტო ტრიველინი და ექიმი სარა სალასი პროცედურის დაწყებამდე

მეგობრებთან - ექიმი პარსა მოჰები, ექიმი რობერტო ტრიველინი და ექიმი სარა სალასი პროცედურის დაწყებამდე

2019 წლის 18-20 მარტს არგენტინაში, ქ. ბუენოს-აირესში ჩატარდა რიგით მეხუთე ლათინურ - ამერიკული FUE ვორკშოპი.

ვორკშოპის მასწავლებლები იყვნენ მსოფლიოს საუკეთესო თმის ტრანსპლანტოლოგები ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან და ევროპიდან.

ევროპიდან მოწვეული მასწავლებლები იყვნენ: ბესსამ და ნილოფერ ფარჯო (დიდი ბრიტანეთი), კორაი ერდოგანი (თურქეთი), ფრანცისკო ჰიმენესი (ესპანეთი), ალექს გინსბურგი (ისრაელი), ვინჩენცო გამბინო (იტალია) და აკაკი წილოსანი (საქართველო).

ჩვენთვის დიდი პატივი იყო, რომ ამ ვორკშოპზე მსოფლიოს მოწინავე თმის ტრანსპლანტოლოგებს შორის მიწვეული იყო თმის გადანერგვის კლინიკა „თალიზი“-ს ხელმძღვანელი, ბ-ნი აკაკი წილოსანი.

მე-5 ლათინურ-ამერიკული FUE ვორკშოპი

 

თმის გადანერგვის FUE პროცედურა სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში, მათ შორის ლათინურ ამერიკაში. ვორკშოპზე ნაჩვენები იყო FUE პროცედურის უახლესი მეთოდები, ყველა მოწვეულმა ქირურგმა მოახდინა FUE პროცედურის საკუთარი ტექნიკის დემონსტრირება.

ბ-მა აკაკი წილოსანმა წარადგინა FUE და FUT ტექნიკის კომბინაცის მეთოდი, რომელშიც იგი მსოფლიოს მასშტაბით აღიარებულია ერთ-ერთ პიონერად. მან ასევე ისაუბრა FUE პროცედურის გართულებებზე მისი 20 წლიანი გამოცდილების საფუძველზე.

ვორკშოპზე ბ-მა აკაკიმ კოლეგებთან, ჯიმ ჰარისთან, რობერტო ტრიველინისთან და მაურო სპერანზინისთან ერთად ჩაატარა საჩვენებელი ოპერაცია (1000 გრაფტის ტრანსპლანტაცია ქალ პაციენტზე ნაწიბუროვანი ალოპეციით), სადაც აჩვენა სარეციპიენტო არის ფორმირების საკუთარი მეთოდი და მიკროხვრელების დამთვლელი აპარატი, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია კოლეგებს შორის.

ოპერაციის  გეგმის განხილვა (პაციენტი ნაწიბუროვანი ალოპეციით) კოლეგებთან - რობერტო ტრიველინთან,  მაურო სპერანზინთან და ფრანცისკო ჰიმენესთან ერთად

ოპერაციის გეგმის განხილვა (პაციენტი ნაწიბუროვანი ალოპეციით) კოლეგებთან - რობერტო ტრიველინთან, მაურო სპერანზინთან და ფრანცისკო ჰიმენესთან ერთად

მე-5 ლათინურ-ამერიკული FUE ვორკშოპი

 

მე-5 ლათინურ-ამერიკული FUE ვორკშოპი

 

ოპერაცია გამოჩენილ ქირუსგებთან-  ჯიმ ჰარისთან,  რობერტო ტრიველინთან და მაურო სპერანზინთან ერთად

ოპერაცია გამოჩენილ ქირუსგებთან - ჯიმ ჰარისთან, რობერტო ტრიველინთან და მაურო სპერანზინთან ერთად

მისასალმებელი სიტყვა მოხსენების წინ

მისასალმებელი სიტყვა მოხსენების წინ

 
თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების 26-ე ყოველწლიური საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია ჰოლივუდი, ლოს ანჯელესი

თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების 26-ე ყოველწლიური საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია ჰოლივუდი, ლოს ანჯელესი

2018 წლის 10-14 ოქტომბერს, ჰოლივუდში, ქალაქ ლოს ანჯელესში ჩატარდა თმის აღდგენითი...
კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

22 და 23 სექტემბერს კლინიკა თალიზმა არსებობის 20 წლის იუბილე აღნიშნა. დაარსებისას ის კავკასიის რეგიონის მასშტაბით პირველი თმის გადანერგვის კლინიკა გახლდათ...
თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში ჩატარდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა...