თალიზი - თქვენი წარმატების საიდუმლო
  1. ჩვენი კლინიკები

    თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი დაარსდა 1998 წელს
    ქ. თბილისში


    ჩვენ ვართ ISHRS-ის წევრები. დღეისათვის ჩვენი მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, სომხეთში, ინდოეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და პაკისტანში.

    ვრცლად
  2. გრძელი თმის გადანერგვა

    თალიზი ერთადერთი კლინიკაა ევროპაში, რომელიც გთავაზობთ გრძელი თმების გადანერგვას

    თმის ტრანსპლანტაციის სფეროში სრულიად ახალი მიმართულების, კერძოდ გრძელ თმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის პიონერად ითვლება ბრაზილიელი ქირურგი - მარსელო პიტჩონი...

    ვრცლად
  3. FUT მეთოდი

    ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია - FUT (ზონრის) მეთოდი არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი

    FUT მეთოდით საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვნერგავთ თმების რეკორდულ რაოდენობებს - 6000-მდე გრაფტს 5-6 საათში...

    ვრცლად
  4. FUE მეთოდი

    FUE – მეთოდი არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

    თალიზი გთავაზობთ ფართომაშტაბიან FUE პროცედურებს - 4000-მდე გრაფტის გადანერგვას ერთი ოპერაციით...

    ვრცლად
  5. BHT მეთოდი

    სხეულიდან თმების გადანერგვა - BHT მეთოდი

    კეფაზე სუსტი სადონორო მარაგის პირობებში BHT მეთოდით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ დამატებითი გრაფტები სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან - წვერებიდან, მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან და ბოქვენიდან...

    image
    ვრცლად
  6. ტრიქოპიგმენტაცია

    თალიზი გთავაზობთ ტრიქოპიგმენტაციის ტექნოლოგიას

    ტრიქოპიგმენტაცია - არის პროცედურა, რომელიც გულისხმობს სპეციფიკური პიგმენტის შეყვანას კანის მაქსიმალურად ზედაპირულ შრეში...

    ვრცლად
  7. სამედიცინო ტური

    სამედიცინო ტური თალიზში
    თალიზი ახორციელებს სამედიცინო ტურებს საქართველოში და გაძლევთ საშუალებას ჩაიტაროთ თმის გადანერგვა ჩვენს სათაო კლინიკაში...

    ვრცლად

ესთეტიკური მედიცინის ამერიკული აკადემიის მიერ ორგანიზებული ტრენინგ კურსი ქ. დუბაიში. 28-30 ივნისი, 2011

აკაკი წილოსანი ატარებს საჩვენებელ ოპერაციას FUE მეთოდით

თეორიული კურსი ექიმებისთვის

ამა წლის 28-30 ივნისს, კლინიკა თალიზის გუნდი ესთეტიკური მედიცინის ამერიკული აკადემიის მიერ მიწვეულ იქნა თმის ტრანსპლანტაციის სასწავლო კურსისა და საჩვენებელი ოპერაციების ჩასატარებლად ქალაქ დუბაიში (არაბეთის გაერთიანებული საემიროები).

თალიზის დელეგაცია შედგებოდა ოთხი წარმომადგენლისაგან: კლინიკის დირექტორი, თმის ტრანსპლანტოლოგი - აკაკი წილოსანი, ტრენინგ პროგრამების მენეჯერი, ექიმი - ელისო მშვენიერაძე, ქირურგის ასისტენტი და ასისტენტთა სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი - სალომე ვადაჭკორია და უფროსი მედდა - თამარ ბრეგვაძე.

ესთეტიკური მედიცინის ამერიკული აკადემია არის საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც მოიცავს 20 წევრ საზოგადოებას და ყოველწლიურად მასპინძლობს მრავლობით კონგრესებს, კონფერენციებსა და სასწავლო პროგრამებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ადგილობრივი ექიმებისა და ასისტენტებისათვის.

თეორიული კურსი ასისტენტებისთვის

თეორიული კურსი ექიმებისთვის

ამერიკული აკადემიის მიზანია მოახდინოს ესთეტიკური მედიცინის სხვადასხვა დარგში უახლესი მეთოდებისა და წამყვანი კლინიკების მიერ დანერგილი სიახლეებისა და მიღწევების სწავლება და გაზიარება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე ექიმებისა და ასისტენტებისატვის, მათთვის ვისაც სურვილი აქვს დახვეწოს მოძველებული მეთოდები და შეისწავლოს უახლესი მიღწევები ესთეტიკური მედიცინისა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული, სხვადასხვა დარგში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტებისგან.

პირველად ამერიკული აკადემიის წარმომადგენლები გაეცნენ კლინიკა თალიზის გუნდს და მის საქმიანობას თმის ტრანსპლანტოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების ყოველწლიურ, რიგით მე-18 კონფერენციაზე 2010 წელს, რომელიც ჩატარდა ქალაქ ბოსტონში და რომელსაც ესწრებოდნენ კლინიკა თალიზის წარმომადგენლები, თმის ტრანსპლანტოლოგები აკაკი წილოსანი, ვაჟა ვადაჭკორია და ქირურგის ასისტენტი სალომე ვადაჭკორია.

თეორიული კურსი ექიმებისთვის

თეორიული კურსი ასისტენტებისთვის

თალიზის გუნდი წლებია აქტიურად მონაწილებს თმის ტრანსპლანტოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების კონგრესებში, ჩვენი გუნდის გაცნობაც ამერიკული ესთეტიკური მედიცინის აკადემიის მიერ განაპირობა აკაკი წილოსანის და სალომე ვადაჭკორიას მოხსენებებმა კონგრესზე, სადაც განიხილებოდა უახლესი მეთოდები და მიმდინარეობები თმის ტრანსპლანტოლოგიაში, ასევე სასწავლო პროგრამა რომელიც წლებია დანერგილია კლინიკა თალიზში დამწყები ექიმებისა და ექიმის ასისტენტებისათვის და უკვე მიითვლის მრავალ კურსდამთავრებულ ექიმს და ექიმის ასისტენტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

პირველად კლინიკა თალიზის მოღვაწეობით ესთეტიკური მედიცინის ამერიკული აკადემიის წარმომადგენელი ჯესიკა მოკი დაინტერესდა, რომელიც ესწრებოდა თმის ტრანსპლანტოოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების კონგრესს ბოსტონში, რის შემდეგაც ამერიკული აკადემიის პრეზიდენტმა მაიკლ დელუნმა გადაწყვიტა თალიზის გუნდის მიწვევა სასწავლო პროგრამის ჩასატარებლად თმის ტრანსპლანტოლოგიაში.

თმის ხაზის დიზაინი ოპერაციის წინა კონსულტაციის დროს

აკაკი წილოსანი ატარებს საჩვენებელ ოპერაციას FUE მეთოდით

თალიზის გუნდი მიწვეულ იქნა სამდღიანი სასწავლო კურსის ჩასატარებლად ქალაქ დუბაიში, რომელსაც ესწრებოდნენ ექიმები და ასისტენტები ირანიდან, ინდოეთიდან და საუდის არაბეთიდან. სასწავლო პროგრამა მოიცავდა ისევე როგორც თეორიულ, ასევე პრექტიკულ ნაწილს, პროგრამა განკუთვნილი იყო ექიმებისა და ექიმის ასისტენტებისათვის, კურსს ექიმებისათვის წარუძღვა აკაკი წილოსანი, ხოლო სასწავლო კურსი ასისტენტებისათვის ჩატარდა სალომე ვადაჭკორიას მიერ, ასევე ჩატარდა 5 საჩვენებელი ოპერაცია, დემონსტრირებულ იქნა როგორც ზონრის, ისე ფოლიკულური ექსტრაქციის (FUE) მეთოდები.

ტრენინგ პროგრამა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. დამსწრე ექიმები და ასისტენტები კმაყოფილებას ვერ მალავდნენ. თალიზის გუნდის მუშაობით მოხიბლულმა ამერიკული აკადემიის სასწავლო პროგრამების დირექტორმა შუა აღმოსავლეთში, აშოკ ჩატურვედიმ გადაწყვიტა საკუთარი თმის ცვენის პრობლემების თალიზში მოგვარება და ის მეუღლესთან ერთად ესტუმრება კლინიკა თალიზს ამა წლის 30 აგვისტოს. ხოლო ესთეტიკური მედიცინის ამერიკული აკადემიის პრეზიდენტმა მაიკლ დელუნმა თალიზის ხელმძღვანელს აკაკი წილოსანს შესთავაზა ანალოგიური კურსების ორგანიზება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ავსტრალიაში.

სერთიფიკატების გადაცემა

სერთიფიკატების გადაცემა

 

 

 

 

 
თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების 26-ე ყოველწლიური საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია ჰოლივუდი, ლოს ანჯელესი

თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების 26-ე ყოველწლიური საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია ჰოლივუდი, ლოს ანჯელესი

2018 წლის 10-14 ოქტომბერს, ჰოლივუდში, ქალაქ ლოს ანჯელესში ჩატარდა თმის აღდგენითი...
კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

22 და 23 სექტემბერს კლინიკა თალიზმა არსებობის 20 წლის იუბილე აღნიშნა. დაარსებისას ის კავკასიის რეგიონის მასშტაბით პირველი თმის გადანერგვის კლინიკა გახლდათ...
თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში ჩატარდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა...