თალიზი - თქვენი წარმატების საიდუმლო
  1. ჩვენი კლინიკები

    თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი დაარსდა 1998 წელს
    ქ. თბილისში


    ჩვენ ვართ ISHRS-ის წევრები. დღეისათვის ჩვენი მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, სომხეთში, ინდოეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და პაკისტანში.

    ვრცლად
  2. გრძელი თმის გადანერგვა

    თალიზი ერთადერთი კლინიკაა ევროპაში, რომელიც გთავაზობთ გრძელი თმების გადანერგვას

    თმის ტრანსპლანტაციის სფეროში სრულიად ახალი მიმართულების, კერძოდ გრძელ თმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის პიონერად ითვლება ბრაზილიელი ქირურგი - მარსელო პიტჩონი...

    ვრცლად
  3. FUT მეთოდი

    ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია - FUT (ზონრის) მეთოდი არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი

    FUT მეთოდით საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვნერგავთ თმების რეკორდულ რაოდენობებს - 6000-მდე გრაფტს 5-6 საათში...

    ვრცლად
  4. FUE მეთოდი

    FUE – მეთოდი არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

    თალიზი გთავაზობთ ფართომაშტაბიან FUE პროცედურებს - 4000-მდე გრაფტის გადანერგვას ერთი ოპერაციით...

    ვრცლად
  5. BHT მეთოდი

    სხეულიდან თმების გადანერგვა - BHT მეთოდი

    კეფაზე სუსტი სადონორო მარაგის პირობებში BHT მეთოდით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ დამატებითი გრაფტები სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან - წვერებიდან, მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან და ბოქვენიდან...

    image
    ვრცლად
  6. ტრიქოპიგმენტაცია

    თალიზი გთავაზობთ ტრიქოპიგმენტაციის ტექნოლოგიას

    ტრიქოპიგმენტაცია - არის პროცედურა, რომელიც გულისხმობს სპეციფიკური პიგმენტის შეყვანას კანის მაქსიმალურად ზედაპირულ შრეში...

    ვრცლად
  7. სამედიცინო ტური

    სამედიცინო ტური თალიზში
    თალიზი ახორციელებს სამედიცინო ტურებს საქართველოში და გაძლევთ საშუალებას ჩაიტაროთ თმის გადანერგვა ჩვენს სათაო კლინიკაში...

    ვრცლად

თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების რეგიონალური კონგრესი ქ. სტამბულში

აკაკი წილოსანი და
მელიკე კულახჩი

აკაკი წილოსანი და
პიერო ტესაურო

2011 წლის 13-15 მაისს ქ. სტამბულში ჩატარდა თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) რეგიონალური კონგრესი, რომელსაც მასპინძლობდა ცნობილი თურქი თმის ტრანსპლანტოლოგი მელიკე კულახჩი. კონგრესი ეძღვნებოდა უახლეს გამოკვლევებს თმის ბიოლოგიასა და ტრანსპლანტოლოგიაში (ხელოვნური თმის ფოლიკულის შექმნის თანამედროვე და მომავალი მიმდინარეობები; თიმუსის პეპტიდების როლი თმის ზრდაზე; ექსტრაცელულარული მატრიქსის, A – უჯრედების, თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის გამოყენება თმის ტრანსპლანტოლოგიაში და სხვ), მაგრამ მთავარი აქცენტი კონგრესზე გაკეთდა FUE მეთოდზე. სწორედ ამით იყო განპირობებული ჩვენი განსაკუთრებული ინტერესი ამ ღონისძიებისადმი.

“თალიზი” 2003 წლიდან იყენებს FUE ტექნიკას. ბოლო წლებში ამ მეთოდით ნაოპერაციებ პაციენტთა რიცხვმა “თალიზში” 30%-ს მიაღწია (მელიკე კულახჩის განცხადებით მის კლინიკაში, “ტრანსმედში”, FUE თმის გადანერგვები ოპერაციების 70%-ს შეადგენს). “თალიზის” დირექტორს, აკაკი წილოსანს სურდა საკუთარი თვალით ენახა როგორ მუშაობდნენ თურქეთის წამყვანი კლინიკის ექიმები. უნდა აღინიშნოს, რომ “ტრანსმედის” ქირურგებმა შესანიშნავად ჩაატარეს FUE პროცედურები. ილკე აპაიდინმა 3 საათის განმავლობაში განახორციელა 2600 გრაფტის ექსტრაქცია მინიმალური ტრანსექციით, რაც საკმაოდ მაღალ სიჩქარედ ითვლება თმის ტრანსპლანტოლოგიაში. ჩვენთვის სასიამოვნო იყო აღგვენიშნა ბევრი მსგავსება “თალიზისა” და “ტრანსმედის” მუშაობაში. Gგარდა გრაფტების ექსტრაქციის მაღალი სიჩქარისა, ეს ეხება უპირველეს ყოვლისა მჭრელი და პატარა დიამეტრის (0,8-0,9 მმ) ტროაკარების გამოყენებას და ექსტრაქტირებული გრაფტების მიკროსკოპულ დამუშავებას.

აკაკი წილოსანი და
რობერტ ჰაბერი

აკაკი წილოსანი და
ილკე აპაიდინი

სამწუხარიდ ბოლო დროს თურქეთში მომრავლდა FUE მეთოდით მომუშავე საეჭვო რეპუტაციის კლინიკები, რომლებიც ცდილობენ პაციენტები მიიზიდონ დაბალი ფასებით. ზოგი ასეთი კლინიკა გახსნილია ექთნების მიერ და სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს როგორც პაციენტებისათვის, ისე მთლიანად თმის ტრანსპლანტაციის, როგორც მედიცინის დარგისთვის რეგიონში. Aამ პრობლემას არაერთხელ შეხებია მელიკე კულახჩი ოფიციალურ გამოსვლებსა თუ პირად საუბრებში.

“თალიზის” დირექტორის აკაკი წილოსანისა და “ტრანსმედის” დამაარსებლის, მელიკე კულახჩის მეგობრობა 2008 წლიდან ISHRS -ის სეულის კონფერენციიდან იღებს დასაბამს. ჩვენ კარგად გვესმის რაოდენ დიდი სამუშაო გასწიეს მელიკე კულახჩიმ და მისმა გუნდმა კონგრესის ორგანიზებაში და მისი წარმატებით ჩატარება ჩვენც გულწრფელად გვახარებს.

მელიკე კულახჩი (კონგრესის მასპინძელი) და ჯერი ქული (ISHRS პრეზიდენტი)

 
თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების 26-ე ყოველწლიური საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია ჰოლივუდი, ლოს ანჯელესი

თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების 26-ე ყოველწლიური საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია ჰოლივუდი, ლოს ანჯელესი

2018 წლის 10-14 ოქტომბერს, ჰოლივუდში, ქალაქ ლოს ანჯელესში ჩატარდა თმის აღდგენითი...
კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

22 და 23 სექტემბერს კლინიკა თალიზმა არსებობის 20 წლის იუბილე აღნიშნა. დაარსებისას ის კავკასიის რეგიონის მასშტაბით პირველი თმის გადანერგვის კლინიკა გახლდათ...
თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში ჩატარდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა...